სემეკ-მა ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები ცხრა ჰიდროელექტროსადგურს დაუდგინა

სემეკ-მა 2016 წლისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები ცხრა ჰიდროელექტროსადგურს დაუდგინა. როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, კომისიამ დღეს საჯარო სხდომაზე წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა. ცვლილებები შევიდა "ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებაში. კერძოდ, ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები 2016 წლისათვის 9 ჰიდროელექტროსადგურს დაუდგინდა.

სემეკ-ის ინფორმაციით, დღეს დამტკიცებული ტარიფები 2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება და ძალაში 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება. როგორც კომისიაში აცხადებენ, ტარიფების ყოველწლიურ გადახედვას სატარიფო მეთოდოლოგია ითვალისწინებს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება. სემეკ-ის მიერ დღეს დამტკიცებული ტარიფები დღგ-ს გარეშე შემდეგნაირად გამოიყურება - "საცხენჰესი" მოქმედი ტარიფი - 2.330 კვტ/სთ, ახალი ტარიფი (მოქმედების პერიოდი:

01.01.2016-31.12.2016) - 6.170 კვტ/სთ.

"ორთაჭალჰესი" - მოქმედი ტარიფი - 2.500კვტ/სთ, ახალი ტარიფი (მოქმედების პერიოდი: 01.01.2016-31.12.2016) - 2.500 კვტ/სთ.

"აწჰესი"- მოქმედი ტარიფი - 3.850კვტ/სთ, ახალი ტარიფი (მოქმედების პერიოდი: 01.01.2016-31.12.2016) - 4.067კვტ/სთ.

"რიონჰესი" - მოქმედი ტარიფი - 3.500კვტ/სთ, ახალი ტარიფი (მოქმედების პერიოდი: 01.01.2016-31.12.2016) - 3.827კვტ/სთ.

"გუმათჰესი" - მოქმედი ტარიფი - 3.640კვტ/სთ, ახალი ტარიფი (მოქმედების პერიოდი: 01.01.2016-31.12.2016) - 2.385კვტ/სთ

"ლაჯანურჰესი" - მოქმედი ტარიფი - 3.800კვტ/სთ, ახალი ტარიფი (მოქმედების პერიოდი: 01.01.2016-31.12.2016) - 2.064კვტ/სთ

"ძევრულჰესი" - მოქმედი ტარიფი - 3.850კვტ/სთ, ახალი ტარიფი (მოქმედების პერიოდი: 01.01.2016-31.12.2016) - 2.764კვტ/სთ

"შაორჰესი" - მოქმედი ტარიფი - 3.820კვტ/სთ, ახალი ტარიფი (მოქმედების პერიოდი: 01.01.2016-31.12.2016) - 2.586კვტ/სთ

"ზაჰესი" - მოქმედი ტარიფი - 1.420კვტ/სთ, ახალი ტარიფი (მოქმედების პერიოდი: 01.01.2016-31.12.2016) - 5.225კვტ/სთ.