საკრებულო დღეს დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს

თბილისის საკრებულო დღეს დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს დასამტკიცებლად განიხილავს. თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 815,893 მლნ ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხიდან ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებზე 214 მილიონ ლარზე მეტია დაგეგმილი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენის სამუშაოებისთვის - 103 მლნ ლარი, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრებისთვის - 167 მლნ ლარი, ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გათვალისწინებული პროექტებისთვის - 68 მლნ ლარი.

საკრებულოს ოპოზიციის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტით თბილისის მერია წინა წლებთან შედარებით პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსებას რამდენიმე მილიონი ლარით ამცირებს.

თბილისის საკრებულოში მერიიდან 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი შესწორებებით 10 დეკემბერს შევიდა.