ინტერნეტში Samsung Galaxy S7-ის ფოტოები გამოჩნდა

ინტერნეტ სივრცეში Samsung Galaxy S7-ისა და Galaxy S7 Plus-ის ფოტოები გამოჩნდა. ახალი მოდელის „სმარტფონის“ ფოტოები ოფიციალურად Samsung-ს ჯერ არ გაუსაჯაროვებია, იგი უცხოურმა გამოცემებმა უცნობი წყაროებიდან მოიპოვეს.

როგორც ფოტოებზე ჩანს, Galaxy S7 მნიშვნელოვნად არ განსხვავდება დიზაინით მისი წინა მოდელისგან. Galaxy S7 Plus-ს კი Galaxy S7-თან შედარებით უფრო დიდი ეკრანი აქვს. თუმცა, დიზაინი თითქმის იგივეა. როგორც ცნობილია, Galaxy S7-ის პრეზენტაცია 2016 წლის თებერვალში იგეგმება.