რა ბიზნესში ახდენენ ინვესტირებას ცნობილი ადამიანები

ცნობილი მსახიობები და მომღერლები ძირითადი საქმიანობიდან ნაშოვნ ფულს ხშირად ბიზნესში აბანდებენ.

მათი ინვესტირების ობიექტს ბიზნესის სხვადასხვა სფერო წარმოადგენს, მათ შორის ისეთი, როგორიც ბრილიანტების წარმოება ანაც ოფისების დასუფთავების სერვისია.

გამოცემა „ფორბსმა“ პოპულარული ადამიანების ბიზნეს-ინვესტიციები გამოაქვეყნა.

ამერიკელი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო, რუს მილიარდერ ზიაუდინა მაგომედოვთან ერთად, ძვირფასი ქვების წარმოების ბიზნსით არის დაკავებული. ბიზნესპარტნიორებმა ფული კალიფორნიულ სტარტაპში Diamond Foundry-ში დააბანდეს, რომელმაც 2015 წის ნოემბერში 100 მილიონი დოლარის მიზიდვა შეძლო.

მობილური აპლიკაცია მედიტაციისთვის Headsoace - სწორედ ასე ჰქვია მსახიობ ჯარედ ლეტოს მიერ წამოწყებულ ბიზნეს საქმიანობას. აპლიკაცია განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ „დაალაგონ აზრები, იზრუნონ საკუთრ ჯანმრთელობაზე, მოაწესრიგონ ურთიერთობები და გაიუმჯობესონ სამუშაო პირობები“. რამდენიმე პარტნიორთან ერთად, ჯარედ ლეტომ ბიზნესში 4 მილიონი დოლარი დააბანდა. ამ ეტაპზე Headspace-ის მომხმარებელთა რაოდენობამ 3 მილიონ ადამიანს გადააჭარბა 150 ქვეყანაში.

2015 წელს ამერიკელმა მსახიობნა ეშტონ კუჩერმა 1,5 მილიონი დოლარი დააბანდა უკრაინულ სტარტაპში GitLab, რომელიც მონაცემთა შენახვის ონლაინ სერვისია. GitLab-ის კლიენტთა შორის 10 ათასზე მეტი კომპანიაა, მათ შორის ისეთები, როგორებიც NASA, SpaceX, IBM და ალიბაბა არიან.

მსახიობ ჯესიკა ალბას ბევრი უკვე წარმატებულ ბიზნესქალბატონად მიიჩნევს. მსახიობმა რამდენიმე წლის წინ საკმაოდ წარმატებული ბიზნესი წამოიწყო, რომელიც ბავშვთა ეკოლოგიურად სუფთა და არატოქსტიკურ ჰიგიენურ და კოსმეტიკურ საშუალებებს აწარმოებს. კომპანიაში ჯესიკა ალბამ 200 მილიონი დოლარი დააბანდა. მიმდინარე წლის ივნისში კი ახალგაზრდა მსახიობმა კიდევ ერთ სტარტაპში განახორციელა ინვესტირება. ამჯერად მან არჩევანი ოფისის „ჭკვიანი“ დალაგების სერვისზე შეაჩერა. სერვისის მომხმარებლები მობილური აპლიკაციის მეშვეობით აკონტროლებენ ოფისის დალაგებას, ტექნიკურ მომსახურებასა და სხვა სახის სერვისს. ამჯერად ალბა 15 მილიონი დოლარის ინვესტირებით შემოიფარგლა.