ბილ გეიტსი და მისი მეუღლე მსოფლიოს ყველაზე მდიდარ წყვილად დასახელდა

Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი და მისი მეუღლე მელინდა მსოფლიოს ყველაზე მდიდარ წყვილად დასახელდა.

MarketWatch-ის ინფორმაციით, წყვილის ქონება 87,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. გარდა ამ წოდებისა, ბილ და მელინდა გეიტსები მსოფლიოს ყველაზე ქველმოქმედი წყვილის სახელითაც არიან ცნობილი. ცოტა ხნის წინ წყვიმა ქორწინებიდან 21 წლის იუბილე იზეიმა.

რეიტინგში მეორე ადგილი ერგო ესპანური „ინდიტექსის“ (რომელიც „ზარას“ და რამდენიმე ცნობილ ბრენდს აერთიანებს) დამაარსებელს ამანსიო ორტეგასა და მის მეუღლე ფლორა პერესს. მათი საერთო ქონება 70,7 მილიარდი დოლარია.

მესამე პოზიციაზე აღმოჩნდნენ უორენ ბაფეტი და მისი მეორე ნახევარი ასტრინ მენქსი, 65 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონებით. წყვილი ერთდ 1977 წლიდან მოყოლებული ცხოვრობს, თუმცა ოფიციალურად 2006 წელს იქორწინეს, როცა ბაფეტი 76 წლის იყო, ასტრიდი კი 60 წლის.

პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და მისი მეუღლე, მწერალი მაკენზი ბეზოსი და „ფეისბუქის“ დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი მეუღლე პრისცილა ჩანთან ერთად.

ატლანტაში მდებარე ემორის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის თანამშრომელთა ინფორმაციით, 51%-ით ნაკლებია იმ წყვილების დაშორების ალბათობა, რომელთა ქონება 125 ათას დოლარზე მეტია.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე