დიმიტრი ქუმსიშვილი ვიცე-პრემიერის თანამდებობას დაიკავებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ვიცე-პრემიერის თანამდებობას ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს.

მისივე თქმით, კალაძე ვიცე-პრემიერის თანამდებობას შეინარჩუნებს. "კახი კალაძე რა თქმა უნდა დარჩება. მას შემდეგ, რაც პარლამენტი დაამტკიცებს ახალ მთავრობას, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი იქნება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.