"საქართველოს რკინიგზამ" თბილისი-სენაკის მიმართულებით დამატებითი მატარებელი დანიშნა

"საქართველოს რკინიგზამ" თბილისი-სენაკის მიმართულებით დამატებითი მატარებელი დანიშნა, - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ. "გაცნობებთ, რომ საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით მოძრავი დამატებითი ელექტრომატარებელი დაინიშნა, რომელიც ყოველდღიურად, 31 დეკემბრის ჩათვლით იმოძრავებს", - ნათქვამია განცხადებაში. თბილისიდან მატარებელი 10:25 საათზე გავა და სენაკში 14:34 საათზე ჩავა. სენაკიდან 19:35 საათზე გამოვა და თბილისში 23:45 საათზე იქნება.