ბრიტანელმა მსახიობმა სირიელი ლტოლვილების დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

ბრიტანელმა მსახიობმა საშა ბარონ კოენმა და მისმა მეუღლემ სირიელი ლტოლვილების დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღეს.

„ბორატის“ ვარსკვლავმა და მისმა მეუღლემ, ასევე მსახიობმა ისლა ფიშერმა 500 000 დოლარი გადარიცხეს ორგანიზაციაში „გადავარჩინოთ ბავშვები“, თანხის მეორე ნახევარი კი სირიაში დარჩენილ და მეზობელ ქვეყნებში გადაბარგებულ ლტოლვილთა დახმარებისთვის გამოყვეს, ძირითადად ქალებისა და ბავშვებისთვის.

გაერო-ს მონაცემებით, სირიაში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად ქვეყანა 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.