1 იანვრიდან ევროკავშირი დნესტრისპირეთს თავისუფალი ვაჭრობის ზონაში ჩართავს

2016 წლის 1 იანვრიდან მოლდოვაში, მათ შორის დნესტრისპირეთის რეგიონში მომუშავე ყველა საწარმო, ევროკავშირში საქონლის ექსპორტს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში შეძლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის ჟურნალი ავრცელებს.

დნესტრისპირეთი ევროკავშირთან ვაჭრობის სფეროში გარკვეული პრეფერენციებით აქამდეც სარგებლობდა, რომლის ვადაც 2016 წლის 12 იანვარს იწურება.

ვაჭრობის გამარტივებული რეჟიმით სარგებლობისთვის, დნესტრისპირეთმა განსაზღვრულ ვადებში სავაჭრო-ეკონომიკურ და საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები უნდა შეიტანოს.

ევროკავშირი მზადყოფნას აცხადებს, საჭიროების შემთხვევაში დნესტრისპირეთს საჭირო დახმარება გაუწიოს.

დნესტრისპირეთში მომუშავე საწარმოები ევროკავშირის ქვეყნებში ძირითადად, სამრეწველო პროდუქციის ექსპორტს ახორციელებენ.