2015 წელს შერწყმისა და გარიგებების მოცულობამ ახალი რეკორდი დაამყარა

მსოფლიოში შერწყმისა და შთანთქმის (M&A) გარიგებების მოცულობამ 2007 წლის შემდეგ ახალი რეკორდი დაამყარა.

MarketWatch-ის ინფორმაციით, გარიგებების მოცულობამ 5 ტრილიონ დოლარს მიაღწია, საიდანაც ნახევარი - 2,5 ტრილიონი დოლარი ამერიკულ კომპანიებზე მოდის.

2015 წლის ყველაზე მსხვილი გარიგება ამერიკული Pfizer Inc.-სა და ირლანდური Allergan Plc.-ის მოცულობა აღმოჩნდა - 160 მილიარდი დოლარის ოდენობით. რეიტინგში მეორე ადგილი ერგო ლუდის ინდუსტრიის ორი გიგანტის - ბელგიური Anheuser-Busch -სა და მისი ბრიტანელი კონკურენტის SABMiller Plc -ის გარიგების მოცულობას, რომელმაც 107 მილიარდი დოლარი შეადგინა. მესამე პოზიციაზე კი ბრიტანული საგაზო კომპანია BG Group-ის მიერ 81,5 მილიარდ დოლარად ბრიტანულ-ჰოლანდიური ნავთობისა და გაზის კომპანია Royal Duthc Shell-ის შეძენა გახდა.

შერწყმისა და შთანთქმის გარიგებების მოცულობის მხრივ წინა რეკორდი 2007 წელს დამყარდა, როცა გარიგებების მოცულობამ 4,6 ტრილიონი დოლარი შეადგინა.