არჩილ კონცელიძე - თუ მეზობლებს შევადარებთ, საქართველოს ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო

თუ მეზობლებს შევადარებთ, ვფიქრობ, რომ საქართველოს ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო,

- ამის შესახებ "ვითიბი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ 2015 წელს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

რაც შეეხება ეკონომიკაში შექმნილ ვითარებას, არჩილ კონცელიძე მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი უფრო რეგიონული ეკონომიკური პრობლემა იყო.

"მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ეკონომიკა იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული. დევალვაციის მიუხედავად, თუ მეზობლებს შევადარებთ, ყველაზე წარმატებულად გამოვიდა, მათ შორის, საბანკო სისტემაც. ჩვენც საკმაოდ კარგი შედეგი გვაქვს, კმაყოფილები ვართ, მოგებაც ადეკვატური იყო", - განაცხადა კონცელიძემ.

რაც შეეხება მომავალი წლის მოლოდინებს, "ვითიბი ბანკის" გენერალური დირექტორი ფიქრობს, რომ შემდგომი წელიც რთული იქნება, მაგრამ ასეთი არა.

"მე მგონი, ეკონომიკური ზრდაც მეტი იქნება. მიუხედავად ამისა, უნდა ვთქვა, რომ ის ეკონომიკური ზრდა, რაც იყო, საკმაოდ კარგია, თუ ჩვენს მეზობლებს შევადარებთ", - განაცხადა კონცელიძემ.