2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 100%-ით შესრულებულია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი (შემოსულობები) შესრულებულია 100%-ით და შეადგენს 9 745,1 მილიონ ლარს (გადაჭარბება 0,1 მილიონი ლარი). როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები გადაჭარბებულია 27,8 მლნ ლარით და შეადგენს 8 076,7 მლნ ლარს. დარჩენილი სამუშაო დღეების გათვალისწინებით, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მნიშვნელოვანი გადაჭარბებით შესრულდება.

სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 28 დეკემბრის მდგომარეობით, შესრულებულია 98,8%-ით და შეადგენს 9 504,0 მილიონ ლარს. დარჩენილი დღეების გათვალისწინებით 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის (გადასახდელები) შესრულების მაჩვენებელი გადააჭარბებს 99%-ს.