გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ მშპ 15%-ით არის გაზრდილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ მშპ 15%-ით არის გაზრდილი. მისი თქმით, ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები და არა საქართველოს მთავრობის. "საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი, გათვლილი მსყიდველობითი უნარის პარიტეტის საფუძველზე, 2012-2015 წლებში 15%-ით არის გაზრდილი. ეს არის სავალუტო ფონდის მონაცემები და არა მთავრობის მონაცემები", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.