გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი სურვილია, ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება მაქსიმალურად ჩქარა მოხდეს

ჩვენი დიდი სურვილია, რომ ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება მაქსიმალურად ჩქარა მოხდეს , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირკაშვილმა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ. გიორგი კვირიკაშვილი დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ანაკლიის პროექტის ბოლო წინადადება რამდენიმე დღის წინ იქნა წარმოდგენილი.

"ჩვენ გქვონდა პირველი განხილვა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, რომლებიც ამ პროექტში ჩართულები არიან. იმედია, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას გაგაცნობთ, თუ რა იქნება. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ამ პროექტის დაწყება მაქსიმალურად ჩქარა მოხდეს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოსთვის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.