გიორგი კვირიკაშვილი ადასტურებს, რომ თავდაცვის სისტემაში დაზღვევის ტენდერი ჩავარდა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, გიორგი კვირიკაშვილი ადასტურებს, რომ თავდაცვის სისტემაში დაზღვევის ტენდერი ჩავარდა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ახალი ტენდერი უახლოეს პერიოდში ჩატარდება, თუმცა ამ ხნის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებს პრობლემები არ შეექმნებათ.

"დიახ, ეს ტენდერი ჩავარდა. თუმცა საყოველთაო დაზღვევის პროგრამით, ჩავარდნილი ტენდერის შემთხვევაში ყველა სამხედრო, საქართველოს ყველა მოქალაქე ექვემდებარება საყოველთაო დაზღვევას. უახლოეს პერიოდში იგეგმება ახალი ტენდერის ჩატარება, მაგრამ იმ ერთ თვეშიც, როდესაც მათ არ ექნებათ კერძო დაზღვევა, სახელმწიფო დაფარავს ყველა ხარჯს", - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.