როგორ დავგეგმოთ ახალი 2016 წელი

როგორც წესი ადამიანებს სურვილი აქვთ, რომ ახალი წელი იყოს მომხიბვლელი, განსხვავებული, ბევრი სიხარულის მომტანი. სწორედ ასეთი სურვილებით და მოლოდინით ეგებება თითოეული ჩვენგანი ახალი წლის მოსვლას. თუმცა პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ამ ადამიანთა უმრავლესობა არ იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა უნდა გააკეთონ შემდეგ წელს იმისათის, რომ მიაღწიონ სასურველ მიზნებს. ასეთ შემთხვევაში ისინი უბრალოდ მიყვებიან ცხოვრებას, ელოდებიან, რომ რაღაც შეიცვლება, მაგრამ სამწუხაროდ, თავისით არაფერი იცვლება. ეს ასე ხდება, რადგან ადამიანთა უმრავლესობა არ არის ჩამოყალიბებული, თუ როგორ უნდა მიაღწიონ საკუთარ მიზნებს, მათი ოცნებები კი ოცნებებად რჩება. ის ადამიანები კი, რომლებიც წარმატებას აღწევენ და სხვებისგან განსხვავებულები არიან, როგორც წესი, თავისი მიზნების ჩამოყალიბებისათვის იყენებენ სხვადასხვა მოდელებს. მიზნების ჩამოყალიბებისთვის მე შემოგთავაზებთ სამის მოდელს, რომელიც გულისხმობს შემდეგს - თქვენ უნდა გამოყოთ 30 წუთი იმისათვის, რომ დაფიქრდეთ თქვენს სამ-მიმართულებიან მიზნებზე.

პირველი არის კარიერული მიზანი. თქვენ უნდა ჩამოწეროთ, თუ რა კარიერული მიზნების მიღწევა გინდათ სამსახურში ან პირად ბიზნესში შემდეგი 12 თვის განმავლობაში. გახსოვდეთ, რომ მიზნები უნდა იყოს გაზომვადი და თითოეულს უნდა ჰქონდეს მითითებული შესაბამისი ვადა. კარიერული მიზნების ჩამოწერის შემდეგ უნდა განსაზღვროთ, თუ რომელი მიზანია უფრო მეტად პრიორიტეტული და ახალი წლის პირველივე დღეებიდან დაიწყოთ იმ ამოცანების გაკეთება, რაც დაგეხმარებათ ამ მიზნების მიღწევაში. მსგავსი მეთოდი უნდა გამოვიყენოთ პირად ურთიერთობებშიც. ჩამოწერეთ სამი მთავარი მიზანი, რომლის მიღწევაც გსურთ პირად ურთიერთობებში: სიყვარულში, ოჯახში, მეგობრებთან მიმართებაში. განსაზღვრეთ თუ რა უნდა შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში და თქვენს თავში, რომ მიაღწიოთ შესაბამის მიზნებს.

მიზნების მესამე ჯგუფი ჯანმრთელობას ეხება. ჯანმრთელობა ძალიან მნიშნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან ხშირად მას შესაბამის ყურადღებას არ ვუთმობთ. ამიტომ ჩამოწერეთ თქვენი ჯანმრთელობისა და სასურველი ფიზიკური ფორმის მიზნები. განსაზღვრეთ სამი მთავარი მიზანი, რომელსაც უნდა მიაღწიოთ 2016 წლის განმავლობაში. ნახევარსაათიანი მუშაობის შემდეგ თქვენ გექნებათ ჩამოყალიბებული სამი საუკეთესო მიზანი კარიერაში, ჯანმრთელობასა და პირად ურთიერთობებში. ამის შემდეგ იწყება მეორე ეტაპი: აუცილებლად უნდა შეხვდეთ ახალ წელს ბედნიერად და სადღესასწაულო ციებ-ცხელების გავლის შემდეგ დაიწყოთ განსაზღვრული მიზნების შესრულება. გახსოვდეთ, რაც დაგეგმილია, ის ყოველთვის შესრულებადია.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მოგილოცავთ დამდეგ ახალ წელს! სიყვარულის, სიხარულისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს 2016 წელი თქვენს ცხოვრებაში!

იხილეთ ვრცლად: http://www.davidkenchadze.com/ka/blogi/personaluri-tsarmateba/article/9048-rogor-davgegmoth-akhali-2016-tseli#ixzz3vn12aT7p

(R)