დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა დადგენილებას საქმიანობის ჩამონათვალზე, რომელიც თურქულ ფირმებს რუსეთში აეკრძალებათ

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა დადგენილებას საქმიანობის ჩამონათვალის შესახებ, რომლის განხორციელებაც თურქულ ფირმებს რუსეთის ტერიტორიაზე აეკრძალებათ. საუბარია ორგანიზაციებზე, რომელიც თურქეთის იურისდიქციის ქვეშ იმყოფება, ან თურქეთის მოქალაქეების მიერააა კონტროლირებადი. მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი აკრძალვა 2016 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.

დადგენილების თანახმად, აღნიშნულ ორგანიზაციებს აეკრძალებთ შენობებისა და საინჟინრო ნაგებობების მშენებლობლობა, საქმიანობა არქიტექტურის სფეროში, კვლევითი სამუშაოების ჩატარება, ტურისტული სააგენტოებისა და სასტუმროების საქმიანობა.

რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 24 ნოემბერს თურქულმა ავიაციამ რუსული ბომბდამშენი "სუ-24" ჩამოაგდო. თურქული მხარის ცნობით, თვითმფრინავი ქვეყნის საჰაერო სივრცეში სირიის მხრიდან შეიჭრა, რასაც რუსეთი კატეგორიულად უარყოფს. თურქეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში, რუსეთმა თურქეთთან მოქმედი უვიზო რეჟიმი შეაჩერა, გააუქმა ჩარტერული რეისები, ასევე აკრძალა თურქეთიდან გარკვეული პროდუქციის შეტანა. სანქციები 2016 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.