"საქართველოს ბანკი" და Express Bank-ი 1 და 2 იანვარს დაისვენებს

"საქართველოს ბანკი" და Express Bank-ი ახალი წლის დღეებში სერვისცენტრების მუშაობის განრიგთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც "საქართველოს ბანკში" აცხადებენ, 2016 წლის 1 და 2 იანვარს "საქართველოს ბანკისა" და Express Bank-ის ყველა სერვისცენტრი დაისვენებს. 3 იანვარს "საქართველოს ბანკისა" და Express Bank-ის სერვისცენტრების ნაწილი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს, რის შესახებაც დეტალური ინფორმაციისთვის მომხმარებელს შეუძლია მიმართოს "საქართველოს ბანკისა" და Express Bank-ის სატელეფონო ცენტრებს ნომრებზე: 2 444 444 და 2 555 555.

სატელეფონო ცენტრები პირველ იანვარს არ იმუშავებს, ხოლო 2 იანვარის 10:00 საათიდან მომხმარებელს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან. "მომხმარებლებს, ვისაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 1, 2 ან 3 იანვარი, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შემოტანა შეუძლიათ 31 დეკემბრის ჩათვლით. 31 დეკემბერს "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრები მომხმარებელს გახანგრძლივებული განრიგით 10:00 საათიდან 18:30 საათამდე მოემსახურებიან", - ნათქვამია განცხადებაში. 3 იანვრიდან Express Bank-ის ყველა სერვისცენტრი, ხოლო 4 იანვრიდან "საქართველოს ბანკის" ყველა სერვისცენტრიც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.