საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სასტუმროს მომსახურებისთვის 58 204 ლარი დახარჯა

2015 წლის 17 აგვისტომდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაწეულმა ხარჯებმა 104 252 ლარი შეადგინა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის თანახმად, ამ თანხიდან 58 204 ლარი სასტუმროს მომსახურებისთვის არის დახარჯული, 15 826 - მგზავრობისათვის, ხოლო 29 384 ლარი ყოველდღიური მოხმარებისთვის.

IDFI-ს ინფორმაციით, ყველაზე დიდი სამივლინებო ხარჯი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 10-12 მაისს გიორგი მარგველაშვილისა და მისი დელეგაციის ბელგიაში ვიზიტის ფარგლებში გაიღო. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტის სასტუმროს მომსახურების ხარჯმა 11 546 ლარი შეადგინა. ამავე წლის 25-27 თებერვალს ბელგიაში ოფიციალური ვიზიტით აგრეთვე, იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომლის სასტუმროს მომსახურების ხარჯმა 8 208 ლარი შეადგინა.