პარლამენტარებს შორის მივლინებაზე ყველაზე დიდი თანხა თედო ჯაფარიძემ დახარჯა

2015 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს პარლამენტის სამივლინებო ხარჯებმა 843 387 ლარი,

მთავრობის ადმინისტრაციის - 184 134 ლარი, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯებმა 104 252 ლარი შეადგინა.

IDFI-ის ინფორმაციით, პარლამენტარებს შორის 2015 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, ყველაზე დიდი თანხა მივლინებებზე დახარჯულია თედო ჯაფარიძის მიერ - 113 059 ლარი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სამივლინებო ხარჯებმა აღნიშნულ პერიოდში 65 707 ლარი შეადგინა. მაღალი სამივლინებო ხარჯებით გამოირჩევიან აგრეთვე დავით ბაქრაძე - 47 726 ლარი, გიორგი კანდელაკი - 40 085 ლარი, გიორგი წერეთელი - 39 031 ლარი.

2015 წელს ყველაზე მაღალი სამივლინებო ხარჯების მქონე პარლამენტარების ოცეული კი ასე გამოიყურება: თედო ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი, დავით ბაქრაძე, გიორგი კანდელაკი, გიორგი წერეთელი, ირაკლი ჩიქოვანი, გუგული მაღრაძე, ვიქტორ დოლიძე, ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, თინათინ ხიდაშელი, ზვიად კვაჭანტირაძე, მანანა კობახიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, ლევან ბერძენიშვილი, გიორგი ვოლსკი, მიხეილ მაჭავარიანი, დავით ონოფრიშვილი, გიორგი ბარამიძე და ზურაბ აბაშიძე.