მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა 822 711 ლარი შეადგინა

IDFI-ს ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები შეადგენს 822 771 ლარს,

რომელიც 62 მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტორების შეხვედრებისა და ღონისძიებების ფარგლებშია გახარჯული.

აღნიშნულ პერიოდში პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები შეადგენს 75 881 ლარს, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა დახარჯულია უალკოჰოლო და ცივი სასმელებისა და ერთჯერადი ჭიქების შესაძენად - 29 587,35 ლარი; სარესტორნო მომსახურების ხარჯი აღნიშნულ პერიოდში შეადგენს 5 075 ლარს.

საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციის მიერ გაწეული წარმომადგენლობით ხარჯების შესახებ ინფორმაცია ინსტიტუტისათვის უცნობია.

IDFI-ს ინფორმაციით, 2015 წელს (იანვარი-აგვისტო) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის და პარლამენტის აპარატის მიერ ახალი ავტომობილების შეძენას ან ძველის ახლით ჩანაცვლებას ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, 2015 წელს ძველი 7 ავტომობილი ჩანაცვლდა 5 ახალი ავტომობილით. შესყიდვების ღირებულების ფასთა შორის სხვაობამ ჯამში 108 000 ლარი შეადგინა.