"თბილსერვისჯგუფის" ინფორმაციით, ქალაქში დასუფთავებითი სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს

შპს "თბილსერვისჯგუფის" ინფორმაციით, ქალაქში დასუფთავებითი სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. "შპს "თბილსერვის ჯგუფის" 3878 თანამშრომელი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და ქალაქში დასუფთავებითი სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებს სამუშაო პირობები და ტექნიკური საშუალებები არ აქვთ, გვსურს განვმარტოთ, რომ "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებს გააჩნიათ სრულიად ახალი ეკიპირება - ტექნიკური საშუალებები და ყველა თანამშრომელს აქვს მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი პირობები. ასევე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ახალი მენეჯმენტის მოსვლის შემდეგ "თბილსერვის ჯგუფში" დაინერგა დამატებითი ათდღიანი ანაზღაურებადი შვებულება, ასევე დამატებით სამუშაოს შესრულებისთვის ე.წ. ზეგანაკავეთური ანაზღაურების პრაქტიკა და თითოეული თანამშრომელი ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის შესაბამის ანაზღაურებას იღებს", - ნათქვამია "თბილსერვისჯგუფის" განცხადებაში.

თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა.