IMF-ის ხელმძღვანელი 2016 წლის გლობალურ ეკონომიკურ ზრდას ნეგატიურად აფასებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი 2016 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ზრდას ნეგატიურად აფასებს.

როგორც ლაგარდი გამოცემა Handelsblatt-თვის დაწერილ სტატიაში აღნიშნავს, აშშ-ში საპროცენტო განაკვეთის ზრდა და ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელება 2016 წელს მსოფლიო ეკონომიკისთვის რისკების მთავარი ფაქტორი იქნება.

ლაგარდის მოსაზრებით, მსოფლიო ვაჭრობის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა, ნედლეულზე ფასების დაცემა კი პრობლემას წარმოადგენს ნავთობზე დამოკიდებული ეკონომიკებისთვის.

„ყველაფერი ეს ნიშნავს, რომ 2016 წელს გლობალური ზრდა არათანაბარი და იმედგამაცრუებელი იქნება“, - წერს ლაგარდი.

გლობალურ ზრდაზე ნეგატიურ გავლენას დაბალი მწარმოებლობა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგები ახდენს.

ლაგარდი მიიჩნევს, რომ აშშ-ის მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზების დაწყება და ჩინეთის ეკონომიკის შიდა მოხმარებაზე გადაყვანა „გონივრული და აუცილებელი“ ცვლილება იყო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის განცხადებით, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკების უმრავლესობამ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის გარდა, თავისუფალი მონეტარული პოლიტიკა უნდა გააგრძელონ.

ლაგარდის შეფასებით, ფედერალური სარეზერვო სისტემის რეფინანსირების განაკვეთის გაზრდამ შესაძლოა, კორპორატიული დეფოლტები გამოიწვიოს.