2015 წლის საუკეთესო საშობაო რეკლამები

ბრიტანულმა გამოცემა „ტელეგრაფმა“ 2015 წლის საუკეთესო საშობაო რეკლამების რეიტინგი წარმოადგინა.

ბრიტანული სავაჭრო ქსელი John Lewis ყოველთვის გამოირჩეოდა საშობაო რეკლამებით. ბრენდმა არც წელს უღალატა ტრადიციას და ახალი, გულისამაჩუყებელი ვიდეორგოლი გამოუშვა, რომელიც მთვარის კაცისა და პატარა გოგონა ლილის უჩვეულო მეგობრობის შესახებ გიამბობთ. ემოციურ რეკლამას კიდევ უფრო მეტ ემოციას Aurora-ს სიმღერა Half the World Away სძენს.

რეიტინგში მეორე ადგილი ერგო „ჯონ ლუისის“ ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს, დიდ ბრიტანეთში არსებულ მაღაზიათა ქსელის Sainsbury’s საშობაო რეკლამას, სახელწოდებით „კატა, სახელად მოგი“.

მესამე ადგილზე კი ტელეკომპანია Sky Movies საშობაო რეკლამა „გოგონას თავგადასავალი“ აღმოჩნდა.

რეიტინგში ასევე მოხვდა „კოკა-კოლას“ კლასიკური საშობაო რეკლამა „დღესასწაული მოდის“, რომელიც ბოლო 20 წელია ყოველ წელს გამოდის ეკრანებზე.