ტყიბული-ამბროლაურის მონაკვეთზე გარკვეული შეზღუდვებია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტყიბული-ამბროლაურის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ72 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მათივე ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.