დავით ნარმანია - არ დავუშვებთ, რომ ქალაქი დაუსუფთავებელი იყოს

როგორც კი დავინახავთ, რომ ცალკეული თანამშრომლების ქმედება ნეგატიურად აისახება ქალაქის დასუფთავებაზე, მოქმედი კანონის შესაბამისად თითოეულ მათგანს ჩავანაცვლებთ ახალი კადრებით

- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია ჟურნალისტებთან საუბარში "თბილსერვისის" თანამშრომლების გაფიცვას და მათ მოთხოვნებს. "არავინ არ უნდა შეგვიშალოს ხელი ქალაქის დასუფთავებაში. როგორც კი დავინახავთ, რომ ცალკეული თანამშრომლების ქმედება ნეგატიურად აისახება ქალაქის დასუფთავებაზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თითოეულ მათგანს ჩავანაცვლებთ ახალი კადრებით. არანაირად არ დავუშვებთ, რომ ქალაქი იყოს დაუსუფთავებელი", - განაცხადა დავით ნარმანიამ. კითხვაზე, გადაიხედება თუ არა "თბილსერვისის" თანამშრომლების მოთხოვნები, ნარმანიამ განაცხადა, რომ "ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავუკეთეთ, ამიტომ მათი მოთხოვნები არ გადაიხედება".