უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის შეჩერების შესახებ ვლადიმერ პუტინის ბრძანება ძალაში შევიდა

უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მოქმედების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ხელმოწერილი ბრძანება 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა. ამავე დღიდან ამოქმედდა უკრაინასა და ევროკავშირს შორის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. აღნიშნული შეთანხმება ძალაში ჯერ კიდევ 2014 წლის ნოემბერში უნდა შესულიყო, თუმცა, რუსეთის პრეტენზიების გამო მისი ამოქმედების ვადა გადაიწია.

რაც შეეხება უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მოქმედების შეჩერებას, შესაბამის ბრძანებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი 16 დეკემბერს მოაწერა, რის მიზეზადაც რუსეთის ინტერესებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული "განსაკუთრებული გარემოებები" დაასახელა.