შამპანურის გაყიდვები რეკორდულად გაიზარდა

შამპანურის გაყიდვებმა 2015 წელს 8-წლიან რეკორდს მიაღწია და 4,7 მილიარდი ევრო შეადგინა. კერძოდ, 2014 წელთან შედარებით გასულ წელს შუშხუნა ღვინის გაყიდვები 2-3 პროცენტით გაიზარდა. ამ რაოდენობის შამპანური 2007 წლის შემდეგ აღარ გაყიდულა. „როიტერის“ ინფორმაციით, გასულ წელს დაახლოებით 312 მილიონი ბოთლი შამპანური გაიყიდა. ექსპერტების მოსაზრებით, ბაზარზე შამპანურზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება. გაყიდვების ზრდა განსაკუთრებით აღნიშნული სასმელის სამშობლოში, საფრანგეთში შეინიშნება.