გასული წლის გაუფასურებული ვალუტები

2015 წელს ყველაზე მეტად დევალვაცია აზერბაიჯანულმა მანათმა, ყაზახურმა ტენგემ და ზამბიურმა ეროვნულმა ვალუტამ განიცადა. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. გამოცემის მიხედვით, აზერბაინაჯული მანათის ფასი უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში 20 წლიან მინიმუმამდე დაეცა. ამასთან, გასული წლის ყველაზე სუსტი ვალუტები ბელორუსული რუბლი და არგენტინული პესო იყო. გაუფასურების მხრივ, მეშვიდე ადგილი დაიკავა უკრაინულმა გრივნამ.

2015 წელი წარუმატებელი გამოდგა რუსული რუბლისთვისაც. რუსეთის ეროვნულ ვალუტაზე უარყოფითად დასავლეთის სანქციებმა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების დაცემამ იმოქმედა.