გიორგი ჩოგოვაძე 2016 წლის პირველ საერთაშორისო მოგზაურს აეროპორტში საჩუქრებით დახვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე 2016 წელს საქართველოში ჩამოსულ პირველ საერთაშორისო მოგზაურს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღვინითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი ჩოგოვაძემ საქართველოში ჩამოსულ ამერიკელ სანდრა ჯონსონს შობა-ახალი წელი მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ 2016 წელს საქართველოს ბევრი საერთაშორისო მოგზაური ეწვევა. სანდრა ჯონსონი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობას ერთი თვის განმავლობაში აპირებს. ამერიკელი ტურისტი სამთო კურორტების მონახულებას გეგმავს.