რუსეთმა 2015 წელს რეკორდული რაოდენობის ნავთობი მოიპოვა

2015 წელს რუსეთმა რეკორდული რაოდენობის ნავთობი მოიპოვა. ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსი" იტყობინება. ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს მოპოვებული ნავთობისა და გაზის კონდენსატის მოცულობამ 534 მილიონზე მეტი ტონა შეადგინა.

რუსეთის ცენტრალური სადისპეტჩერო სამმართველოს ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 2014 წელთან შედარებით 1,4%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, 10%-ით გაიზარდა ნავთობპროდუქტების ექსპორტი. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, 2015 წელს რუსეთში მოპოვებული გაზის მოცულობამ 635 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 2014 წელთან შედარებით 1%-ით ნაკლებია.