თოვის გამო ქუთაისის აეროპორტში რეისები ვერ შესრულდა

უამინდობის გამო ქუთაისის აეროპორტში წუხელ დაგეგმილი რეისები ვერ შესრულდა. როგორც ქუთაისის აეროპორტში განაცხადეს, ძლიერი თოვის გამო ვარშავა-ქუთაისისა და ქუთაისი-ვარშავის რეისები გადაიდო. "თვითმფრინავი ვარშავიდან გამთენიისას უნდა ჩამოსულიყო, ქუთაისიდან კი უკან 06:45 საათზე უნდა დაბრუნებულიყო. გადადებული რეისები 5 იანვარს გამთენიისას შესრულდება", - განაცხადეს აეროპორტში. მათივე განმარტებით, ამ დროისთვის ქუთაისში აღარ თოვს, რის გამოც დღეს დაგეგმილი ყველა რეისი განრიგის მიხედვით შესრულდება.