"ბლუმბერგი" - 2016 წელს დოლარი უმრავლესობა ვალუტების მიმართ გამყარდება

2016 წელს დოლარის კურსი ძირითად კონკურენტ ვალუტებთან მიმართებაში კვლავ გამყარდება.

„ბლუმბერგის“ ექსპერტთა მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დოლარის კურსის გაძლიერება არ არის მოსალოდნელი კანადურ დოლართან, ბრიტანულ ფუნტთან და ნორვეგიულ კრონასთან მიმართებაში.

კვლევის მიხედვით, მიმდინარე წელს ამერიკული დოლარი ყველაზე მეტად - 5,5-8%-ით ახალზელანდიურ და ავსტრალიურ დოლართან, ასევე შვეიცარიულ ფრანკთან მიმართებაში გამყარდება. დოლართან მიმართებაში დაახლოებით 5%-ით გაუფასურდება დანიური და შვედური კრონა, 3,5%-მდე - იაპონური იენი, დაახლოებით 3%-ით კი ევრო.

„ბლუმბერგის“ ექსპერტთა აზრით, დოლარის კურსის მოსალოდნელი გამყარება 2015 წლის დეკემბერში აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდას უკავშირდება. 2016 წელს ეკონომიკური ზრდის გაგრძელების შემთხვევაში, ექსპერტები ასევე არ გამორიცხავენ, რეფინანსირების განაკვეთის ოთხჯერ გაზრდას.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე