სოფელ ტომაშეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს სწრაფი რეაგირების თანამშრომლების მიერ ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "გარემოს ეროვნული სააგენტოდან" აცნობეს. სააგენტოს ინფორმაციით, სამართალდამრღვევებმა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტომაშეთში 17მ3 წიწვოვანი სახეობის მორი უკანონოდ მოიპოვეს.

"დანაშაული შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება" , - აღნიშნავს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ბესარიონ აბაშიძე.