შანხაის ბირჟაზე ვაჭრობა შეჩერდა

ჩინეთში საფონდი ინდექსების მკვეთრი ვარდნის გამო, შანხაისა და შენჟენის საფონდო ბირჟებზე  ვაჭრობა შეჩერდა.

ადგილობრივი დროით 15:00 საათისთვის CSI300-ის ინდექსი, რომელიც ჩინეთის 300 წამყვანი კომპანიების აქციების მაჩვენებელს ასახავს, 7 საპროცენტო პუნქტით დაეცა, რამაც ვაჭრობის ავტომატური შეჩერების სისტემა აამოქმედა. ჩინური ბირჟები დღეს მუშაობას აღარ განაახლებენ.

"ბიბისის" ცნობით, ვაჭრობის ავტომატური შეჩერების სისტემა ჩინეთის საფონდო ბირჟების ისტორიაში პირველად ამოქმედდა.

ექსპერტები აქციების დაცემას ჩინეთის ინდუსტრიული მაჩვენებლების დაბალ ზრდას უკავშირებენ. კერძოდ, ახალ წლამდე რამდენიმე დამოუკიდებელმა კომპანიამ გამოაქვეყნა კვლევები, რომლის თანახმად, ჩინეთში კვლავ გაგრძელდება სამრეწველო წარმოების შემცირება.

ჩინურ ბირჟებზე არსებული მდგომარეობა ტოკიოს ბირჟაზეც აისახა, სადაც Nikkei-ს ინდექსი 3%-ით შემცირდა.