დავით ნარმანია – მერიას 5 ათასი ტონა ტექნიკური მარილის მარაგი აქვს

თბილისის მერიას 5 ათასი ტონა ტექნიკური მარილის მარაგი აქვს, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. მისივე თქმით, თოვლის გამო, ახალი წლის ღამეს თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე ქვიშამარილი უკვე დაყარეს.

"ჯერჯერობით ტექნიკური მარილის დაყრის აუცილებლობა არ არის. არის ცალკეული ტერიტორიები, სადაც 1-ელ იანვარს, გამთენიისას მოვიდა თოვლი. ეს არის თბილისს შემოერთებული დასახლებები, სადაც ჩვენ ვიმუშავეთ და დავყარეთ ქვიშამარილი. სადაც საჭიროება იქნება, ყველგან დავყრით. 5 ათასი ტონა ტექნიკური მარილის მარაგი გვაქვს იმისთვის, რომ ქალაქს არ მოაკლდეს ხელი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.