რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზე უკრაინიდან საქონლის ტრანზიტი სრულად აკრძალა

რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზე უკრაინული საქონლის ტრანზიტი სრულად აკრძალა. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაციაში.

"4 იანვრის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციამ სრულად შეაჩერა საკუთარ ტერიტორიაზე უკრაინიდან საქონლის ტრანზიტი. ეს აკრძალვა არ არის გამჭვირვალე, გაუმართლებელია და დისკრიმინაციული. ამგვარად, რუსებმა დაარღვიეს საკუთარი ვალდებულებები, რომელიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში წევრობით აიღეს, ასევე 2011 წლის 18 ოქტომბრის თავისუფალი ვაჭრობის ზონის შეთანხმება", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.