ბულგარეთი ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებას გეგმავს

ბულგარეთი აპირებს, გაზის მიწოდების მთავარი სატრანზიტო ქვეყანა გახდეს ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის.

ამის შესახებ „დოიჩე ველეს“ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა განუცხადა.

ბულგარეთი ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებას გაზსაცავი „ბალკანის“ პროექტის მეშვეობით გეგმავს, რომლის აშენებაც ვარნასთან ახლოს იგეგმება.

პროექტის თანახმად, გაზსაცავში გაზი რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან უნდა მოხვდეს.

ბოიკო ბორისოვის განცხადებით, ვარნასთან მშენებარე გაზსაცავიდან ბუნებრივი აირი ბულგარეთს, რუმინეთსა და სერბეთს მიეწოდება. ასევე დაახლოებით 43 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება იგეგმება ცენტრალურ ევროპაში.