აშშ-ის საფონდო ბირჟამ პირველი სავაჭრო დღე ვარდნით დაიწყო

აშშ-ის საფონდო ბირჟაზე წლის პირველი ვაჭრობა ვარდნით დაიწყო.

„ბიბისის“ ინფორმაციით, Dow Jones-ის საფონდო ინდექსი ვაჭრობის დაწყებისას 1,58%-ით - 17 148,94 პუნქტამდე დაეცა, რაც პირველი სესიის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2008 წლის შემდეგ.

1,53%-ით - 2012,66 პუნქტამდე შემცირდა S&P-ის ინდექსი, „ნაზდაქის“ ელექტრონული ბირჟა კი 2,09%-ით დაეცა და 4903,09 პუნქტი შეადგინა.

„ბიბისის“ ცნობით, S&P-ისა და „ნაზდაქის“ ინდექსებისთვის ეს ყველაზე ცუდი პირველი სესიაა 2001 წლის შემდეგ.

ანალიტიკოსთა განცხადებით, აშშ-ის საფონდო ინდექსის ვარდნაზე გავლენა იქონია ჩინეთში საფონდო ინდექსების მკვეთრმა დაცემამ და შუა აღმოსავლეთში შექმნილმა დაძაბულობამ.