თურქეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში ნავთობპროდუქტები ჩაღვარა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გემის მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში ნავთობპროდუქტები ჩაღვარა. გემის კაპიტანს დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარის ოდენობით. მასვე მოუწევს გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც.

აღსანიშნავია, რომ სამართალდამრღვევი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ჯარიმისა და ზიანის თანხის ანაზღაურების შემდეგ დატოვებს.