უცნაური ბიზნესი - ძროხებზე დაკვირვების უჩვეულო მეთოდი

ძროხის ორგანიზმში მიმდინარე საკვების გადამამუშავებელ პროცესზე დაკვირვების მიზნით, ამერიკელმა მკვლევარებმა უცნაურ მეთოდს მიაგნეს - მათ ძროხას კუჭში ე.წ. პლასტმასის ხვრელი დაუმონტაჟეს.

ხვრელი ზრდასრული ადამიანის ხელის ტოლია და მასში ადამიანის ხელი თავისუფლად ეტევა. მკვლევართა განცხადებით, ზოოლოგებს, ვეტერინარებსა და ცხოველთა კვების სპეციალისტებს ეს ეხმარება თვალყური ადევნონ ძროხის ორგანიზმში მიმდინარე საკვების გადამუშავების პროცესს, იღებენ ანალიზებს, ამატებენ სხვადასხვა ფერმენტებსა და ვიტამინებს. გარდა ამისა, პლასტმასის ხვრელის მეშვეობით შესაძლებელია, ძროხის ორგანიზმიდან დაუყოვნებლივ ამოიღონ ცხოველისთვის მავნე საკვები.

კვლევები არკანზასის უნივერსიტეტში ტარდება და კვლევის ავტორთა მტკიცებით, ძროხების ფისტულიზაცია მათთვის აბსოლუტურად უვნებელია.

ამ უჩვეულო მეთოდის სანახავად ყოველდღიურად ათობით ბავშვი დაჰყავთ ექსკურსიაზე.