თურქეთის სანაპიროებთან 21 მიგრანტის ცხედარი იპოვეს

თურქეთის სანაპიროებთან 21 მიგრანტის ცხედარი იპოვეს. "როიტერის" ცნობით, დაღუპულთა შორის სამი მცირეწლოვანია. ცხედრები ეგეოსის ზღვამ გამორიყა. თურქეთის პოლიციის ინფორმაციით, მიგრანტები საბერძნეთის კუნძულ ლესბოსამდე ცდილობდნენ ჩასვლას. თურქეთის სანაპირო დაცვის ცნობით, ამჟამად ზღვაში სამი ნავი და ვერტმფრენი სამძებრო სამუშაოებს ატარებს. ისინი გადარჩენილ მიგრანტებს ეძებენ. თავშესაფრის მაძიებელთა დიდი ნაწილი ახლო აღმოსავლეთიდან ევროპამდე სწორედ თურქეთის გავლით ცდილობს ჩასვლას.