საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის შეზღუდვა მოიხსნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის შეზღუდვა მოიხსნა. ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგა შემდეგ მონაკვეთებზე: ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ1-კმ37 (ქუთაისი-ტყიბული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თბილისი–ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.