53 წლის შვეიცარიელი მილიარდერი ტყუპებს ელოდება

„ფორბსის“ ბოლო მონაცემებით, მარგარიტა ლუი-დრეიფუსის ქონება 7,1 მილიარდი დოლარია.

ფრანგული კონგლომერატის Louis Dreyfus Commodities თავმჯდომარე და ფრანგი ბიზნესმენის რობერტ ლუი-დრეიფუსის ქვრივი, 53 წლის მილიარდერი მარგარიტა ლუი-დრეიფუსი აპრილში ტყუპ გოგონებს ელოდება.

შვეიცარიელი მილიარდერის ამჟამინდელი, მესამე ქმარი 52 წლის ბანკირი ფილიპ ჰილდებრანდი გახლავთ. რუსეთში დაბადებულმა მარგარიტამ შვეიცარიის მოქალაქეობა მას შემდეგ მიიღო, რაც ცოლად გაჰყვა ფრანგ ბიზნესმენს, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა.

ამჟამად მარგარიტა დრეიფუსი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის Louis Dreyfus Commodities აქციების 81%-ის მფლობელია. გარდა ამისა, „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, შვეიცარიელი ქალბატონი საფეხბურთო კლუბ მარსელის „ოლიმპიკის“ მფლობელია. „ფორბსის“ ბოლო მონაცემებით, მარგარიტა ლუი-დრეიფუსის ქონება 7,1 მილიარდი დოლარია.