თურქულმა ავიაკომპანია "პეგასუსმა" 13 იანვრამდე რუსეთის მიმართულებით ფრენა შეწყვიტა

თურქულმა ავიაკომპანია "პეგასუსმა" 13 იანვრამდე რუსეთის მიმართულებით ფრენა შეწყვიტა. ამის მიზეზი "როიტერსის" ცნობით, რუსეთის მიერ ეკიპაჟის წევრებისათვის ვიზაზე უარი გახდა. რუსეთმა თურქეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა 1-ელი იანვრიდან გააუქმა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი გასული წლის 24 ნოემბერს თურქეთის მიერ რუსული სამხედრო ბომბდამშენის ჩამოგდება გახდა. ოფიციალური ანკარას განცხადებით, რუსულმა თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე სირიის მხრიდან დაარღვია, რასაც მოსკოვში კატეგორიულად უარყოფენ. მომხდარის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბა. მოსკოვმა ანკარას არაერთი სანქცია დაუწესა. ამასთან, რუსულმა ტუროპერატორებმა თურქეთის მიმართულებით საგზურების გაყიდვა შეწყვიტეს.