საუდის პრინცმა ირანში დაწყებული ყველა ინვესტიცია შეაჩერა

საუდის არაბეთის პრინცმა ალ-ვალიდ ბენ ტალალმა ირანში დაწყებული ყველა პროექტი და ინვესტიცია შეაჩერა.

„როიტერის“ ცნობით, ბენ ტალალმა ასევე გააუქმა ავიაგადამზიდ „ფლაინასის“ ირანში ფრენები. „ფლაინასის“ აქციების 34% სწორედ ბენ ტალალს ეკუთვნის.

საუდის პრინცმა ასევე უარი განაცხადა ირანის ელჩთან პირისპირ შეხვედრაზე.

ირანსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც რამდენიმე დღის წინ, ერ-რიადის გადაწყვეტილებით, ტერორიზმის ბრალდებით 47 შიიტი სიკვდილით დასაჯეს. მათ შორის იყო ცნობილი შიიტი მქადაგებელი ნიმრ ალ-ნიმრი, რომელიც სამეფოში მცხოვრები რელიგიური უმცირესობის უფლებებს იცავდა.

საუდის არაბეთის გადაწყვეტილებას ირანის მხრიდან მძაფრი განცხადებები მოჰყვა. ასობით ირანელი თეირანში მდებარე საუდის არაბეთის საელჩოს დაესხა თავს და შენობის დაწვა სცადა.