საქართველოს გავლით, უკრაინიდან ჩინეთში საპილოტე რეისი 15 იანვარს ჩაეშვება

უკრაინა-ჩინეთის მიმართულებით საკონტეინერო მატარებლის საპილოტე რეისს უკრაინა 15 იანვარს ჩაუშვებს, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გავლით ჩავა დანიშნულების ადგილზე.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ომელიანი ავრცელებს.

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, არსებული მარშრუტი „აბრეშუმის გზის“ ახალი მიმართულებაა, რომელიც საშუალებას იძლევა, რუსეთის გვერდის ავლით მოხდეს ტვირთის გადატანა აღმოსავლეთის მიმართულებით.

„ეს მიმართულება ასევე გულისხმობს შავი და კასპიის ზღვების - ილიჩევსკი-ბათუმი და ალიატი-აკტაუ-პორტი - საბორნე გადაზიდვებს“, - ნათქვამია უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.