ვაკეში, "ლიბერთი ბანკის" სათავო ოფისიდან რამდენიმე ფანჯარა ჩამოვარდა

ვაკეში, "ლიბერთი ბანკის" სათავო ოფისის შენობიდან რამდენიმე ფანჯარა ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მსუბუქად დაზიანდა მხოლოდ ერთი ავტომობილი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იყო გაჩერებული. უწყების განმარტებით, მძღოლს პრეტენზია არ გააჩნია, რის გამოც მომხდარზე გამოძიება არ დაწყებულა.