ნავთობის ფასი 35 დოლარს ქვემოთ დაეცა

ლონდონის ICE Futures ბირჟაზე „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი 11-წლიან მინიმუმამდე დაეცა და ბარელზე 34,76 დოლარი შეადგინა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ვარდნამ ერთბაშად 4,6% შეადგინა.

3,7%-ით - ბარელზე 34,65 დოლარამდე დაეცა აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასი.

„ბლუმბერგის“ ექსპერტთა განცხადებით, ნავთობზე ფასების ვარდნა აშშ-ში ნავთობის მარაგების თაობაზე განახლებულმა ინფორმაციამ გამოიწვია.

ანალიტიკოსთა განცხადებით, არ გამართლდა ვარაუდი, რომ ნავთობის ფასების ზრდას გამოიწვევდა საუდის არაბეთსა და ირანს შორის არსებული დაძაბული დაპირისპირება. ზოგიერთი ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში ნავთობზე ფასი ბარელზე 30 დოლარამდე დაეცეს.