დაპირისპირება თამბაქოს ბაზარზე

თამბაქოს მწარმოებელმა და იმპორტიორმა მულტინაციონალურმა კომპანიამ, „ფილიპ მორისმა“ საქართველოში მისი პროდუქციის დისტრიბუტორ ”ომეგა ჯგუფთან” ურთიერთობა რამდენიმე დღის წინ გაწყვიტა.

"ფილიპ მორისსა" და "ომეგას" შორის არსებული დაპირისპირების ფონზე, ადგილობრივი ბაზრიდან, შესაძლოა, ”მარლბორო”, ”პარლამენტი”, ”ჩესტერფილდი” და კიდევ რამდენიმე დასახელების სიგარეტი გაქრეს.